პროექტის სახელწოდება–ქვიშხეთი და დიმიტრი ყიფიანი
პროექტის მიზანი–დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, წმინდანის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა, კვლევა იმისა, თუ რა აკავშირებდა დიმიტრი ყიფიანს სოფელ ქვიშხეთთან, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ჯგუფში მუშაობის, საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ისტ–ის გამოყენების, მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში მასალის მოძიების უნარის გამომუშავება
პროექტის სრული აღწერა–პროექტის მონაწილეები გაეცნობიან დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებას, შეისწავლიან, რა აკავშირებდა ქართველ წმინდანს სოფელ ქვიშხეთთან, გაეცნობიან დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მასალებს, შეხვდებიან ყიფიანთა საგვარეულოს უხუცესებს, დაუკავშირდებიან ამ დიდი საზოგადო მოღვაწის შთამომავლობას, ინტერვიუს აიღებენ მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის მოძღვრისგან განათავსებენ ბლოგზე, მოაწყობენ თეორიულ კონფერენციას, დაბეჭდავენ ბუკლეტებს.
ყალიბდება ხუთი ჯგუფი.
I ჯგუფი მუშაობს დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიაზე,მასალას იძიებს ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში,ამზადებს სლაიდებს და განათავსებს ბლოგზე
II ჯგუფი ხვდება უხუცესებს,აკეთებს ჩანაწერებს,ამზადებს პრეზენტაციას.
III ჯგუფი ეწვევა ტაძარს,იღებს ინტერვიუს მამა ანდრიასგან, ეს ჯგუფი ხვდება აგრეთვე დიმიტრი ყიფიანის შთამომავლობას,აკეთებს ჩანაწერებს,მასალას ათავსებს ინტერნეტში.
IVჯგუფი იძიებს მასალებს დ. ყიფიანის სახლ–მუზეუმში,ფოტომასალას ათავსებს ინტერნეტში
Vჯგუფს ევალება საზოგადოების ინფორმირება,ბეჭდავს ბუკლეტებს პროგრამა vord-ში და ავრცელებს,ამავე ჯგუფს ევალება ფოტოსტენდის მომზადება
მონაწილეთა ასაკი–16–17წელი
ვადები–ორი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში– პროექტის თემის გაცნობა,ჯგუფების დაკომპლექტება,დავალებების განაწილება,ინფორმაციის მოძიაბა,ფოტომასალის მომზადება,თეორიული კონფერენციის მოწყობა
მოსალოდნელი შედეგი–პროექტის დასასრულს მოსწავლეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია
დიმიტრი ყიფიანის შესახებ,ეცოდინებათ,რატომ არის მათი სკოლა ამ პიროვნების სახელობის,გამოუმუშავდებათ ძიების,კვლევის, ჯგუფში მუშაობის,მასალის ინტერნეტში განთავსების პრეზენტაციის,,თეორიული კონფერენციის მოწყობის უნარი
სარგებელი სხვებისთვის–მოძიებული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში განთავსდება,შესაბამისად,ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებულ პირთათვის.თეორიულ კონფერენციის შემდგომ მოსწავლეებში მოხდება შთაბეჭდილებების გაზიარება,ბუკლეტების მეშვეობით მოსახლეობა გახდება ინფორმირებული.მოძიებული მასალის გამოყენება საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ მოსწავლე–ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მიერ ჩატარებულ ოლომპიადაში
სამუშაო ენა–ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან–არ მყავს
საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ისტორია,ისტი,გეოგრაფია
პროექტის ხელმძღვანელი –იამზე მურმანიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:iamze.murmanishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment