პროექტი -მე და აფხაზეთი
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
იამზე მურმანიშვილი
| |
რაიონი
|
ხაშური
| |
სკოლა
|
წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლა
| |
სოფელი
|
ქვიშხეთი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამო–ერში გაბნეული მარგალიტები
| ||
თემის შინაარსი
| ||
| ||
საგანი
| ||
ქართული,ხელოვნება
| ||
დონე/კლასი
| ||
საბაზო VII კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
ორი თვე
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლეები მოახდენენ შეგროვებული მასალების:ლექსების, თქმულებების, ზღაპრების, ანდაზებისა და გამოცანების,შაირებისა და ენის გასატეხების,შელოცვებისა და თამაშობების დიფერენცირებას. შეძლებენ დასკვნების გამოტანას და შეფასებას თავიანთი შრომის შედეგად.მოახდენენ იდეების გენერირებას და დასახავენ ახალ გეგმებს.
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რა იცით ხალხური ზეპირსიტყვიერების შესახებ?
| |
თემატური კითხვები
|
რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ხალხური ნიმუშების დაკარგვისა და დავიწყების გადასარჩენად?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რა მიზეზით ხდება ხალხური ნიმუშების დავიწყება?
რომელია ჩაუწერელი და უცნობი მასალები?
| |
შეფასების გეგმა
| |||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| |||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე საჭირო კვლევის მიზნით ვიყენებთ სტრატეგიას-,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა იციან, რისი გაგება სურთ.
ვაკეთებთ ჩამონათვალს, თუ რა და რა სახის მასალები იქნება მოძიებული და ვინ არიან ქართველი ფოლკლორისტ-მაძიებლები.
ვამზადებთ ბროშურებს ,,მშობელთათვის“ ინფორმაციის მიწოდებისა და დახმარების მიზნით.
პროექტის მსვლელობისას ვაწარმოებთ დაგეგმვის ფურცელს. მას მოსწავლეები იყენებენ პრეზენტაციაზე მუშაობის დაგეგმვისა და მონიტორინგისათვის, მასწავლებელი კი შეფასებისათვის, რომ გაიგოს ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თუ არა.
ვაწარმოებთ დაკვირვების დღიურს ჩანიშვნებისთვის, ვამზადებთ ბროშურებსა და ბუკლეტებს მოძიებული მასალებისაგან, ვაკეთებთ პრეზენტაციის ჩეკლისტს. მათი მეშვეობით მოსწავლეები პრეზენტაციის ფაზებზე მუშაობენ და აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი კი შინაარსის ინტეგრირებისა და პრეზენტაციის საერთო ეფექტურობის შესაფასებლად.
პროექტის დასრულების შემდეგ დიაგრამა-,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი სიღრმისეულად.
მოეწყობა ზეპირი პრეზენტაცია, პოეზიის საღამო - ,,ერში გაბნეული მარგალიტები"“. გამოგვაქვს დასკვნები და ვაკეთებთ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი და აზროვნება.
ქულობრივი შეფასების გზამკვლევი დაეხმარება მოსწავლეებს მიღწეულის განსაზღვრასა და მომავალი პროექტების დაგეგმარებაში.
| |||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| |||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული სწავლება
| ||
სპეციალური საჭიროებები
| ||
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
| ||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
| ||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
| ||
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) | ||
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
ბეჭდვითი მასალები
|
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები,
|
ინვენტარი/მასალები
|
საგამოფენო მასალები:მოძიებული ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები.
|
ინტერნეტრესურსები
|
Google.ge youtube.com word excel power point
|
სხვა რესურსები
|
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.
|
No comments:
Post a Comment