სადამრიგებლო პროგრამა


  


   სსიპ  დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის
VIII ა კლასის ხელმძღვანელის იამზე მურმანიშვილის
                       სადამრიგებლო პროგრამა
                        2014–2015 სასწავლო წელი




                          
,,მასწავლებელი უსწავლელთ,უსჯულოთ მომაქცეველი,
აღმართებელი დაცემულთ,აღმართულთ გარდამქცეველი,
თვისა სამწყსოსა, ცხვართათვის სისხლისა დამაქცეველი“       (დ. გურამიშვილი)
  ვთვლი,რომ დამრიგებელი მოსწავლის მრჩეველი და მეგობარია.სასკოლო ცხოვრებაში მას უდიდესი ფუნქცია აკისრია.დამრიგებელმა უნდა შეძლოს კლასში მოსწავლეებს შორის თბილი,პოზიტიური ურთიერთობის დამყარება.მისი  მუშაობის მიზანია ,,დაეხმაროს მოსწავლეებსზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,პიროვნული,ზნეობრივი,გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,უნდა უვითარებდეს მათ
დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გააზრებაში“(ეროვნული სასწავლო გეგმა 20011–20016)
  ვეცდები,ჩემ მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამა,კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურებოდეს.
  ჩემს სადამრიგებლო კლასში ცხრამეტი მოსწავლე ირიცხება.მეოთხე წელია,რაც ამ ბავშვების ხელმძღვანელი ვარ.შესწავლილი მაქვს მათი ინტერესების სფერო,ოჯახური მდგომარეობა,თბილი ურთიერთობა მაქვს მშობლებთან.სასწავლო წლის დასაწყისში ვაცნობ მათ სკოლის შინაგანაწესს,მშობლის უფლება–მოვალეობას,მათი შვილების გადაცდომის დისციპლინურ სახდელებს,ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებ ჩემი მოსწავლეების აკადემიურ  წარმატებებს,გაკვეთილებზე მათ სტაბილურ დასწრებას,კონკურსებსა და ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას,კონტაქტი მაქვს მშობლებთან,მაქვს მათთან ინდივიდუალური შეხვედრები,რეგულარულად ვატარებ მშობელთა კრებებს,ვაანალიზებ კლასის საქმიანობას.ვატარებ კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო აღმზრდელობით ღონისძიებებს,ვაწყობ ექსკურსიებს.ჩემი მოსწავლეები აქტიურად არიან დაკავებულნი სპორტით.
  მრავალფეროვანია ჩვენი კლასის საათის თემატიკა და აქტივობებიც.
ვახდენ თითოეული  მოსწავლის პედაგოგიურ–ფსიქოლოგიურ დაკვირვებას.
ახალ სასწავლო წელს განახლებული ენერგიით ვაპირებ ჩემს აღსაზრდელებთან მუშაობას.
Ø  მოსწავლისთვის უდიდესი მნიშვნელოა აქვს ჯანსაღი გარემოს შექმნას,შევეცდები, კლასში შევქმნა მშვიდი,თბილი,მოხერხებული სასწავლო გარემო.
Ø  ჩემი სააღმზრდელო მუშაობა მიმართული იქნება მოზარდის აკადემიური,ფიზიკური,ფსიქიკური და სოციალური განვითარებისაკენ.
Ø  შევეცდები,დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში.
პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ვიქნები შუამავალი მოსწავლეს,მშობელსა და მასწავლებელს შორის.
Ø  მოვახდენ აღსაზრდელების ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას,ხელს შევუწყობ მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
Ø  გავაკეთებ სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის,გაკვეთილზე დასწრებისა და ქცევის ანალიზს
Ø  შევეცდები,მოსწავლეებს განუვითარო  XXI საუკუნის უნარ–ჩვევები.ამისათვის კი დავგეგმავ მრავალფეროვან აქტივობებს,ლაშქრობებს,ექსკურსიებს,ლიტერატურულ საღამოებს,დისკუსიებსა და დებატებს,მოვაწყობთ ჩვენი მუშაობის ამსახველ პრეზენტაციებს  საპეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.მასალას ავტვირთავთ ბლოგზე
Ø  აქტიურად ვითანამშრომლებ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან: ექიმებთან,იურისტებთან,სოციალური დარგის მუშაკებთან,ფსიქოლოგებთან(შესაძლებლობის შემთხვევაში)
Ø  მჭიდროდ ვითანამშრომლებ მშობლებთან,რეგულარულად მივაწვდი მათ ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის,დისციპლინის,პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ
Ø  კიდევ უფრო საინტერესოს გავხდი კლასის საათის თემატიკას,გავამდიდრებ მას მრავალფეროვანი აქტივობებით.
Ø  უსაზღვროდ მეყვარება ჩემი მოსწავლეები,ვიქნები მათთვის პირადი მაგალითი


 





                          VIII ა კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა

#რიგზე
      დაგეგმილი აქტივობები(მიმართულებების გათვალისწინებით)
მიზანი
შესრულების დრო
შემსრულებელი

1.
აორგანიზაციო საკითხები:
მოსწავლეების მოლოდინების,სურვილებისა და წინადადებების გაცნობა,ახელმძღვანელოების განაწილება,შეხვედრა მშობლებთან,ხელშეკრულების გაფორმება სახელმძღვანელოთა ჩაბარების თაობაზე

სააღმზრდე
ლო გეგმაში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება
15.09
მოსწავლეები,
კლასის ხელმძ
ღვანელი

2



კედლის გაზეთის სარედაქციო კოლეგიის არჩევნები,სკოლის შინაგანაწესის გაცნობა

საგაზეთო სტატიებზე მუშაობის უნარის განვითარება
18.09
მოსწავ
ლეები
დამრიგებელი


3.
პიროვნული და მორალური განვითარება
საუბრები ცნობილ ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
საუბარი ადამიანთა სულიერ ღირებულებებზე
 ქართული ფილმების ჩვენება და ანალიზი(მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით)
ეკლესიაში წირვებზე დასწრება;
 შეხვედრა ექიმ-ფსიქოლოგთან;
როლური თამაში,დისკუსიის მოწყობა-რაში ვლინდება პიროვნების ღირსება
მოზარდებში სულიერ ფასეულობათა ჩამოყალიბება
25.09
სასწავლო წლის განმავლობაში

მოსწავ
ლეები
ფსიქოლოგი
ექიმი
მასწავლებელი

4.
გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება
 სკოლის ეზოს დასუფთავების აქციაში მონაწილეობა(დასუფთავების მსოფლიო  დღის აღსანიშნავად)
ანიმაციური ფილმის ჩვენება(,,კაცი, რომელიც ხეს რგავდა“)და შემდგომი ანალიზი
საუბარი,,როგორ ზემოქმედებს გარემო ჩვენზე“
პატრიარქის კურთხევის გათვალისწინება -შევიტანოთ ჩვენი წვლილი  გარემოს გამწვანებაში(მცენარეების დარგვის აქცია)

ზრუნვა გარემოზე


19.09


სექტემბრის ბოლო კვირა



მაისი



სადამრიგებლო კლასი

5.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
 მონაწილეობის მიღება სპორტულ შეჯიბრებებსა და ოლიმპიადებში
აქციის მოწყობა რუბრიკით: ,,არა თამბაქოსა და ალკოჰოლს!“
 საუბარი ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ
მოზარდებში სხვადასხვა სპორტული უნარის განვითარება,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

22-30ოქტომბერი

სასწავლო წლის განმავლობაში
მოსწავლეები,
ექიმ-ნარკო
ლოგი,
ბიოლოგიისა და ფიზკულტურის მასწავლებლები

6.
უსაფრთხოებისა და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია 
 დისკუსია,,როგორ შევქმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო“
 საუბარი: ,,არა ძალადობას!“
სიტუაციების ანალიზი ,,ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი?“            
მუდმივი ზრუნვა სკოლის უსაფრთხო გარემოზე,პრევენციული ზომების მიღება
ძალადობის წინააღმდეგ



წლის განმავლობაში
მოსწავლეები,დამრიგებე
ლი,სამოქალაქო განათლების პედაგო
გი

7.
თვალსაწიერის გაფართოება
ვირტუალური მოგზაურობები,
ექსკურსიის მოწყობა ქალაქ ქუთაისში;
ლაშქრობა -ექსკურსია ანტიკურ ქალაქ უფლისციხეში;
ექსკურსია-გაკვეთილი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში
პროექტის მომზადება,,ფშავის ხეობა,ფშაველები და ვაჟაფშაველა“ისტორიისა და გეოგრაფიის პერაგოგთან ერთად
მონაწილეობის მიღება სასკოლო ღონისძიებებში



ჯგუფში მუშაობის,თა
ნამშრომლო
ბის, მასალის შეგროვების,
,დახარისხე
ბის,ბლოგზე მუშაობის,შე
მოქმედებითი უნარების გამომუშავება

ივნისი



ოქტომბერი


აპრილი
ოქტომბერი-ნოემბერი
კლასის ხელმძღვანელი,მოს
წავლეები,
ისტორიი
სა და გეოგრაფიის პედაგოგები


სკოლა და მშობლები
მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები; (მშობლის დღე-პარასკევი)
მშობლებთან ურთიერთობისას ელექტრონული რესურსების გამოყენება;
მშობელთა კრებების ჩატარება,
მშობელთა ანკეტირება მათი ინტერესების სფეროს შესწავლის მიზნით;
  მშობელთა კრებების თემატიკა:
მშობელთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა;
I და II მეორე სემესტრის შედეგების ზოგადი ანალიზი,კლასის სამომავლო ამოცანები
ღონისძიებისათვის მზადების შესახებ;
მშობლების მიერ მომზადებული თემატიკის გაცნობა:
·         შვილებთან ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობა და თავისებურებები
·         როგორ ვაღწევ სასურველ შედეგს ჩემს შვილთან მუშაობისას
·         სკოლა და მშობელი




მშობლის ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში























სისტემატურად



ყოველი თვის ბოლო კვირას
























კლასის ხელმძღვანელი
მშობლები










მშობლები






კლასის საათის თემატიკა



დისკუსია-,,მინდა ვიყო პოპულარული“




მოზარდის პიროვნული და მორალური განვითარება
ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათი)





სადამრიგებლო კლასი,
დამრიგებელი

საუბრები
,,რა განაპირობებს ადამიანის სურვილს იყოს პოპულარული“
მომხიბვლელობა
უარი ძალადობას!
ვინ შეიძლება იყოს ძალადობის
 მსხვერპლი(სიტუაციის გარჩევა)

რას ნიშნავს ლიდერობა?
ესეს დაწერა,,ეფექტური ლიდერი არის ის ვინც....“

ჩაცმის სტილი-ჩვენი იმიჯი

ვიყოთ მართალნი და კანონმორჩილნი

წიგნი უ კომპიუტერი?-დისკუსია

არასტანდარტულ  სიტუაციაში ადეკვატური მოქმედება,სიფრთხილის გამოჩენა უცნობ ადამიანებთან,მათ შორის ვირტუალურ მეგობრებთან


,,ჩემი ზაფხული’’-რამდენად გვიყვარს დასვენება?საყვარელი საქმიანობა ზაფხულის განმავლობაში

ზრუნვა უსაფრთხო სასწავლო გარემოზე

სადამრიგებლო კლასი,
დამრიგე
ბელი











                 სადამრიგებლო კლასის მშობელთა ანკეტირება
                                              ანალიზი
C:\Users\admin\Desktop\117___09\IMG_1572.JPG
 2014 წლის 26 სექტემბერს მშობელთა კრებაზე მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობის წარმართვის მიზნით დავარიგე კითხვარი.მშობლებს ვთხოვე,რომ გამოეჩინათ გულწრფელობა და ესაუბრათ თავიანთი შვილების შესახებ.მშობელთა უმრავლესობამ შვილები დადებითად დაახასიათა.მათ დადებით თვისებებში გამოკვეთეს ნიჭიერება,შრომისმოყვარეობა,სიბეჯითე და პასუხისმგებლობის გრძნობა.
     გამოიკვეთა მოსწავლეთა უარყოფითი მხარეებიც: პატივმოყვარეობა,სიზარმაცე,სიჯიუტე,დაუდევრობა,ჩემდა გასაოცრად, ერთმა მშობელმა შვილს ქოფაკიც უწოდა.
მოსწავლეთა უმრავლესობა მშობლებს ეხმარება საოჯახო საქმეებში.ვაჟებს განსაკუთრებით მოსწონთ ცხოველების მოვლა,მაგრამ ეზარებათ სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთზე მუშაობა,სძულთ სამუშაო იარაღები–თოხი და ბარი.
გოგონებს მოსწონთ კულინარია,სახლის დალაგება.
შვილებთან ურთიერთობისას მშობლებს თითქმის არ აქვთ პრობლემები,თუ არ ჩავთვლით შვილობილობაში მყოფ ორ ოჯახს, თუმცა მათი პრობლემებიც მოგვარებადია.
დედები  ჩართულნი არიან შვილების სასკოლო ცხოვრებაში,ეხმარებიან მათ სხვადასხვა პროექტისა თუ დავალების მომზადებაში.
 მშობლებს სურთ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სკოლასთან,მეტი ჩართულობა და კომუნიკაცია შვილების წარმატების საწინდარი იქნება.მშობლები,სამწუხაროდ,ვერ ასახელებენ ჩართულობის ფორმას.
           შენიშვნები დამრიგებლის მიმართ არ აქვთ.
კითხვარი მშობლებმა პოზიტიური კომენტარებით დაასრულეს.

 გამოიკვეთა,რომ მშობლებთან უფრო მეტი თანამშრომლობა და ჩართულობაა საჭირო.თითოეული მათგანი დაინტერესებულია შვილის წარმატებით.ვთვლი,რომ ანკეტირება მოსწავლეებთან ურთიერთობაში დამეხმარება.









        სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების                                                  გაცნობის ანალიზი
  2014 წლის 14, 15, და 16 ოქტომბერს საცხოვრებელი პირობების გაცნობის მიზნით      ვიმყოფებოდი  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ოჯახებში. თან მქონადა  კითხვარი, რომელიც ერთვის ანგარიშს. კლასში სულ 19 მოსწავლე მყავს. მათგან ცხრამეტივეს ჰყავს მშობლები და აქვთ საცხოვრებელი ბინა. სამი მოსწავლე შვილობილობაში იმყოფება. (იოსებ წერუაშვილი, ქებაძე მათე და ქებაძე ლუკა.) გავეცანი მოსწავლეთა  საცხოვრებელ  გარემოს , სამუშაო პირობებს, შევისწავლე  მშობელთა საქმიანობა, დავაკვირდი ოჯახურ ატმოსფეროს.მოსწავლეთა უმრავლესობის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.მხოლოდ ორ მოსწავლესქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა. ნ.გელაშვილს არც საკუთრი ოთახი აქვს და არც სამუშაო მაგიდა. იგი სოფ.მონასტერში ცხოვრობს და საკმაოდ შორ მანძილზე უწევს ფეხით სიარული.  მშობელს ვთხოვე შეძლებისდაგვარად შეუქმნას მოსწავლეს სამუშაო პირობა.  ვიზიტის ბოლოს ყველა მშობლება შეავსო  კითხვარი  


                                                                                                                    ი.მურმანიშვილი
                         
                             VIII კლასის დამრიგებელი  
F:\118___10\IMG_1666.JPG
         



No comments:

Post a Comment