ტრენინგის ანგარიში

ანგარიში


  1. ტრენინგის შესტრენინგის დასახელება:
    გრძელვადიანი სასწავლო კურსი  ქართულ ენასა და ლიტერატურაში
    მოდული 4 შეფასება
    ჩამტარებელი ორგანიზაცია:
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (განათლებისა მეცნიერების სამინისტრო)
    ადგილი :   ხაშურის მე-2  საჯარო სკოლა
    ხანგრძლივობა-  15 საკონტაქტო სთ.    5  არასაკონტაქტო სთ.    2014 წლის  24-25-26 აპრილი ტრენერი:  ნ. ხურციძე- კაშია
    მიზანი:
    მასწვლებლები გაეცნობიან დაგააანალიზებენ შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს, ისწავლიან შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების  შედგენას,შეფასების სტანდარტულიფორმების ადაპტირებას კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით,
    პროგრამა:
     1-ლი დღე
    ტრენინგის შინაარსის გაცნობა
    მოსწავლის  შეფასების სისტემა
    შეფასების სახეები
    პიგმალიონის ეფექტი
    შეფასების მეთოდი -ინტერვიუ
    მასწვლებლის გამოცდილების გაზიარება
    სწავლის მოტივაცია და მისი ამაღლების შინაგანი და გარეგანი ფაქტორები
    დახასიათებითი ესეს შეფასების კრიტერიუმები
    მოსწავლი ნაწერის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება
    გავეცანით ტრენინგის საკითხავ მასალას , ( დანართი 1)სადაც მოცემულია ესგ-ს  მე-4 თავი.
    ამ მასალის გაცნობის შედეგად ვეცნობით შფასების სხავადასხვა ტიპს: ესეს, პროექტის, ზეპირი გამოსვლის, ექსპერიმანტის ჩატარების,ცდის ჩტარების, არგუმენტირებული მსჯელობის ან სხავ ტიპის შეფასებებს.სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.სემესტრის განმავლობაში მოსწავლე ფასდება სამი კომპონენტის მიხედვით: საშინაო დავალება, საკლასო დავალება, შემაჯანმებელი . ტრენინგზე განვიხილეთ ქულების გამოანგარიშების  წესი, კლასისა და საფეხურების დაძლევა, გაცდენები, გამოცდის ტიპები, მოსწავლის ალადემიური მიღწევის აღიარება.გავეცანით, ინტერვიუს, როგორც საწავლო ქმედებას, მისი გამოყენების შემთხვევებს, ვისაუბრეთ მოტივაციაზე, როგორც ყველა აქტივობის საფუძველზე.  საშინაო დავალებად მოგვეცა მოსწავლის ნაწერის შეფასება.
    შევასრულეთ პრეტესტი
    მე-2 დღე
    პრეტესტის პასუხების შემოწმება
    შეფასების მათოდები
    მასწავლებლი ს დაკვირვება -კომენტარი
    ანალიტიკური და ჰოლისტური შეფასების სქემები
    თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება
    მოსწავლის ნაწერის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება
    მასწავლებლის მიერ მოსწავლის დაკვირვება არის მოსწავლის შეფასების ერთ-ერთი მეთოდი.მასწავლებელი მოსწავლეს აკვირდება სწავლების ყველა ეტპზე, ,რაც მას სრულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლის აკადემიურ მოსწარებაზე, და ეხმარება მას სათანადო რჩევის მიცემაში.მოსწავლის იგი აკვირდება  სწავლების ყოველ ეტაპზე. ექმნება სრული სურათიმოსწავლეზე და გეგმავს მასთან მომდევნო აქტივობებს. საუკეთესო საშუალებაა მოსაწვლის შეფასების  განსხვავებული სქემები.სასრგებლოა მოსწავლეთა თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება.ხოლო სიტყვიერი შეფასების დროს შეიძლება გამოვიყენოთ ,, სენდვიჩის მეთოდი“,ასე იმიტომ ჰქვია ,რომ, როგორც სენდვიჩი შედგება ორი ფენა პურისა და ერთი ნაჭერი ხორცისაგან ,ასე  სიტყვიერი შექების დროსაც უნდა იყოს 2 კომპლიმენტი შექება, ერთი- რცევა, შენიშვნა.
    მე-3 დღე
    ამ დღეს განსახილველი თემებია:
    ენობრივ შეცდომათა ტიპები
    მოსწავლის ნაწერის გაცნობა
    მოსწავლის ნაწერის გასწორება
    გასწორებული ნაწერის პრეზენტაცია
    მოსწავლის მიერ რედაქტირებული ტექსტის  შემოწმება -შეფასება
    გასწორებული ნაწერის პრეზენტაცია
    არგუმენტირებული ესეს  შეფასება
    მასწვლებლის  ნასწერის გასწორება
    ენის სწავლების მეტოდიკის ტესტის გასწორება
    მხატვრული ტექსტის ანალიზის გასწორება
    როგორც დღის წესრიგიდან ჩანს , დღევანდელი დღე მიეძღვნა პრაქტიკულ მუშაობას.
    გასწორებული ტესტები წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე.ასევე, ჩვენ მიერ დაწერილი არგუმენტირებული ესეები გავუსრორეთ ერთმანეთს.

                                           რეზიუმე
    ეს იყო საინტერესოდ დაგეგმილი და  წარმართული  ტრენინგი  გამოცდილი ტრენერის მიერ.  ყველა საკითხი , რომელიც ჩვენ განვიხილეთ აქტუალური იყო სწავლების თვალსაზრისით. გარდა სამუშაო მასალისა , გავაკეთე ჩანაწერებიც. ეს ჩანაწერები გამომადგება გაკვეთილების დაგეგმვასა და წარმართვაში. მართალია . ძნელია სხავადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკის შედგენა თავიდან , მაგრამ ობიექტური შეფასებისათვის მეტად მოხერხებული საშუალებაა. ვაპირებ , სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკის გამოყენებას ჩემს პრაქტიკაში.
    იამზე მურმანიშვილი
    2014  წლის  27 აპრილი
  2. ახებ:
  • ტრენინგის დასახელება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლპგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი:
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  13 დღე (39 საათი )


  1. ტრენინგის მიზანი და ამოცანები:  ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
  1. ტრენინგი მოიცავს 4 მოდულს:
მოდულუ 1. დღე 1. კურსის შესავალი 3 საათი.
დღის წესრიგი:
კურსის მონაწილეთა გაცნობა. კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
  • აქტიური ლექცია (power point) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები (10წთ.)
სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნისვნელობა
  • ჯგუფური გონებრივი იერიში,შეჯამება (20წთ.)
მასწავლებლის კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში
  • კომპეტენციების მიმოხილვა, შემაჯამებელი დისკუსია(15წთ.)
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და/ან გაკვეთილის ვიდეოვერსიის ნახვა, ტექსტის წაკითხვა, დისკუსია/შეჯამება (90წთ.)
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები(გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი)
  • აქტიური ლექცია, ტექსტის წაკითხვა, დისკუსია/შეჯამება (20წთ.)
ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასება
  • შეფასების კითხვარის შევსება (10წთ.)
ტრენინგის პირველი დღე ტრენერმა დაიწყო თავის წარდგენით. შემდეგ ჯგუფის წევრები გავეცანით ერთმანეთს. ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი, ტრენინგის მიზანი და ამოცანები. ჯგუფის წევრებმა მიმოვიხილეთ ჩვენი კომპეტენცია ისტ-ის გამოყენებაში. შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია Power Point-ის  შესახებ  პრეზენტაციის გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია.
ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებსა და მნიშვნელობაზე: მასწავლებლის სტანდარტებსა და კომპეტენციებზე ისტ-ის გამოყენების სფეროში, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე , სასწავლო პროცესის ძირითად ერთეულებზე , ვიმუშავეთ სატრენინგო მასალაზე, მივიღეთ საშინაო დავალება (დავრეგისტრირდით gmail.com-ზე და გაუგზავნეთ საცდელი წერილი ტრენერს) და შევაფასეთ ტრენინგის დღე კითხვარის საშუალებით.


მოდული 2. მოიცავს 8 ტრენინგ დღეს.
გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 საათი)
დღე 2. გაკვეთილის დაგეგნვა -3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგ დღის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5წთ.)
გაკვეთილის ორგანიზაბის ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება.
  • აქტიური ლექცია - გაკვეთილის ორგანიზების საფეხურების სქემა power point პრეზენტაციის გამოყენებით (5წთ. )
გაკვეთილის სამ ფაზიანი მოდელი ((ABC)
  • აქტიური ლექცია გაკვეთილის სამფაზაიანი მოდელის სქემა power point პრეზენტაციის გამოყენებით (10 წთ.)
  • D-GP-IP (დემონსტრაცია - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით (30 წთ.)
  • აქტიური ლექცია - ცნების რუკა (10 წთ.)
  • D-GP-IP ცნების რუკა. როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი (25წთ.)
გაკვეთილის დაგეგმვა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება
  • აქტიური ლექცია - გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა (15წთ.)
  • D-GP-IP - ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის სქემის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში (40წთ.)
ტრენინგ - დღის დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ მინი-ლექცია გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურების შესახებ (დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება), გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის შესახებ PP პრეზენტაციის გამოყენებით, D-GP-IP (დემონსტრირება – მართული პრაქტიკა – დამოუკიდებელი ვარჯიში) სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტიან სტრატეგიის შესახებ ისტ-ის გამოყენებით, ცნების რუკის, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტის შესახებ. შემდეგ განვიხილეთ გაკვეთილის დაგეგმვის და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება (გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა, D-GP-IP – ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში), მივიღეთ საშინაო დავალება (შევარჩიეთ საგაკვეთილო თემა, რომელიმე კონკრეტული კლასისათვის, მოვამზადეთ საგაკვეთილო გეგმის მონახაზი ისტ-ის გამოყენებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.


მოდული 2. დღე 3.  გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგდღის გახსენება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში (გაგრძელება)
  • (D-GP-IP) : გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით
  • აქტიური ლექცია : ფაილის ტიპები (.pdf, .jpg, .gif, .mp3, .avi, .mov, .ppt)
  • ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა (50 წთ.)
  • (D-GP-IP) : სასწავლო მსასალის მომზადება ტექსტურ რედაქტორში (75 წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მესამე დღის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესის ირგვლივ ისტ-ის გამოყენებით, ვისაუბრეთ ფაილის ტიპებზე, ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე და სასწავლო მასალის მომზადებაზე ტექსტუტ რედაქტორში. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (მომზადებული გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები ინტერნეტში, განვაახლეთ გეგმის მონახაზი მოძიებული ინფორმაციის და რესურსების გათვალისწინებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.


მოდული 2. დღე 4. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება ) პრეზენტაცია 1 – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგდღის გახსენება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (15 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? (20წთ.)
  • (D-GP-IP) : სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში (90 წთ.)
  • აქტიური ლექცია : რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია?
  • ინფორმაციის დიზაინი
  • MS PP პროგრამა
ტრენინგ-დღია დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეოთხე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში და რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას (სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში, ინფორმაციის დიზაინი და MS PP პროგრამა), მივიღეთ საშინაო დავალება (საგაკვეთილო გეგმის მიხედვით მოვამზადოთ მასალა MS PP პროგრამაში).


მოდული 2. დღე 5. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება ) პრეზენტაცია 2 – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგდღის გახსენება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
(D-GP-IP) : მუშაობა მცირე ჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე (30 წთ.)
(D-GP-IP) : პრეზენტაციის წარმართვა
  • სამოდელო პრეზენტაცია (10 წთ.)
  • აქტიური ლექცია: პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები (15წთ.)
  • ჯგუფების პრეზენტაციები (35წთ.)
  • ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი (15წთ.)
  • პრეზენტაციის შეფასება მსმენელის მიერ/უკუკავშირი (10წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეხუთე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვიმუშავეთ მცირე ჯგუფებში, მოვამზადეთ პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე და წარვმართეთ ჯგუფების პრეზენტაცია და შევაფასეთ იგი და შევავსეთ შეფასების ბარათები.


მოდული 2. დღე 6. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) - ვირტუალური ლაბორატორიები, ელექტრონული თამაშები, აუდიო და ვიდეოფაილები - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში
  • (D-GP-IP) : ვირტუალური ლაბორატორიისა და ელექტრონული თამაშის მოძიება ინტერნეტში; ვირტუალური ლაბორატორიის და ელექტრონული თამაშის გამოყენება სასწავლო პროცესში (40 წთ.)
აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში
  • აქტიური ლექცია: აუდიო-ვიდეოსაშუალებები (ტიპები, ფუნქციები) (10წთ.)
  • სამოდელო ვიდეოჩვენება; შემაჯამებელი დისკუსია: ვიდეოფაილის დემონსტრირება, როგორც ეფექტიანი სასწავლო სტრატეგია (30წთ.)
  • (D-GP-IP) : აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა (20წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეექვსე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ აქტიური ლექცია თემაზე ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში (მოძიება ინტერნეტში და გამოყენება სასწავლო პროცესში), ასევე თემაზე აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში (სამოდელო ვიდეოჩვენება, შემაჯამებელი დისკუსია, ვიდეოფილმების დემონსტრირება), ვისწავლეთ აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა გაკვეთილის მიზნის შესაბამისი ვირტუალური ლაბორატორიით, ელექტრონული თამაშით ან ვიდეო-აუდიომასალით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.


მოდული 2. დღე 7. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) - სასწავლო გარემოს ორგანიზება - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება
  • გონებრივი იერიშის პრობლემური სიტყუაციების შესახებ, შემაჯამებელი დისკუსია: „რა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას საკლასო ოთახში ისტ-ის გამოყენებისას?“ (45წთ.)
  • აქციური ლექცია: მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა (10წთ.)
LEMILL  - ში რეგისტრაცია
  • მინი-ლექცია: ელექტრონული რესურსების საცავი; LEMILL- ის მიმოხილვა (15წთ.)
  • რეგისტრაცია (25წთ.)
  • გაკვეთილის გეგმის ატვირთვა LEMILL - ში (20წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • საშინაო დავალება
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეშვიდე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ გაკვეთილის მომზადებაზე (ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება), გავმართეთ დისკუსია თემაზე თუ რა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას საკლასი ოთახში ისტ-ის გამოყენებისას. ვისაუბრეთ მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვაზე, შემდეგ მიმოვიხილეთ LEMILL -ი და გავიარეთ LEMILL-ში რეგისტრაცია (მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა, დეტალურად აღვწერეთ გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური გარემო და რესურსები) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 2. დღე 8. სწავლის შეფასება (ისტ-ის გამოყენებით) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
სწავლის შეფასება:
  • აქტიური ლეაცია: სეფასების ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტაბი/მეთოდები (რუბრიკა) ტექსტის გაცნობა, დისკუსია, შეჯამება (20წთ.)
  • (D-GP-IP) : შეფასები რუბრიკის დამზადება MS Word, MS Excel - ში (50წთ.)
  • გაკვეთილის შეფასება
  • ჯგუფური სამუშაო: სეფასების რუბრიკის დამზადება კონკრეტული გაკვეთილიათვის, პრეზენტაციები, შეჯამება (40წთ.)
ტრენინგ-დღის / მოდულის შეფასება
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მერვე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდგომ ვისაუბრეთ შეფასების ძირითად პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე/მეთოდებზე (რუბრიკა), ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის მომზადება MS Word, MS Excel-ში, ჯგუფში და მოუკიდებლად მოვამზადეთ შეფასების რუბრიკა კონკრეტული გაკვეთილისათვის და შევაჯამეთ. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავამატეთ საგაკვეთილო გეგმას შეფასების რუბრიკა) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 2. დღე 9. სწავლის შეფასება (გაგრძელება) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
  • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
ისტ-ის გამოყენება მრავალკომპონენტიანი შეფასებსათვის
  • აქტიური ლექცია: მოსწავლეთა შეფასების (ნისნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემა ტექსტის გაცნობა (15წთ.)
  • (D-GP-IP) : სემესტრული ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, პროცესის ავტომატიზება (40წთ.)
  • ჯგუფური სამუშაო: საერთო წლიური ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, პროცესის ავტომატიზება (25წთ.)
პირადი ელექტრონული დღიური (ბლოგი)
  • ბლოგის დარეგისტრირება (30წთ.)
ტრენინგ-დღის / მოდულის შეფასება
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • მოდულის შეფასების კითხვარის შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეცხრე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. გავეცანით მოსწავლეთ შეფასების (ნიშნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემის ავტომატიზებას, სემესტრული ნიშნის გამოყვანას ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირებას. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (LEMILL-ში  ავტვირთეთ გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა და პრეზენტაცია და ჩავამატეთ კოლექციაში და შევავსეთ შეფასების ბარათები.


მოდული 3. მოიცავს  2 ტრენინგ-დღეს.
სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 საათი)
მოდული 3. დღე 10. სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის  შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
საშინაო დავალების მიმოხილვა (20 წთ.)
სასწავლო პროექტი და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
  • გონებრივი იერიში, აქტიური ლექცია: რა არის სასწავლო პროექტი? რა არის თნამშრომლობითი სასწავლო პროექტი? ტექსტის წაკითხვა, შეჯამება (20 წთ.)
კვლევითი პროექტის სტრატეგია „მე ვიკვლევ“
  • აქტიური ლექცია: ტექსტის წაკითხვა, შეჯამება (20 წთ.)
პროექტის დაგეგმვა და აღწერა (დაგეგმვის სქემა)
  • აქტიური ლექცია; ტექსტის წაკითხვა (20 წთ.)
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა ისტ-ის გამოყენებით
  • სასწავლო პროექტის დაგეგმვის შემუშავება MS Word -ში ; პრეზენტაციები, შეჯამება (50წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
  • შეფასების ბარეთების შევსება (10წთ.)
ტრენინგის მეათე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია სასწავლო პროექტების და ეფექტური სასწავლო პრექტის ძრითად მახასიათებლებზე, კვლევითი პროექტის სტრატეგიაზე „მე ვიკვლევ“, პროექტის დაგეგმვაზე და აღწერაზე, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე ისტ-ის გამოყენებით. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა შერჩეულ თემაზე) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 3. დღე 11. სასწავლო  პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება (გაგრძელება) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის  შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
საშინაო დავალების მიმოხილვა (20 წთ.)
სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები და პროექტის განხორციელების გეგმა (ცხრილი)
  • ტექსტის წაკითხვა და ანალიზი (20 წთ.)
სასწავლო პროექტის განხორციელების ინსტრუმენტები (Google სერვისები)
  • ინსტრუმენტების მუშაობის დემონსტრირება ონლაინ რეჟიმში, შუალედური შეჯამებები (20 წთ.)
  • (D-GP-IP) : ბლოგი: რეგისტრაცია, ატვირთვა (70 წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • მოდულის შემაჯამებელი საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
  • მოდულის შფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
ტრენინგის მეთერთმეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდგომ გავაანალიზეთ სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები და პროექტის განხორციელების გეგმა, სასწავლო პროექტის განხორციელების ინსტრუმენტები, დავხვეწეთ ბლოგში მუშაობა და ვისწავლეთ ატვირთვა. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (განვათავსეთ პროექტი ბლოგზე  ) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 4. მოიცავს 2 ტრენინგ-დღეს.
თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (6 საათი)
მოდული 4. დღე 12. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის  შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
მასწავლებლის თვითშეფასები ფორმები და ისტ ინსტრუმენტები
  • აქტიური ლექცია MS PP სლაიდშოუს გამოყენებით: მასწავლებლის პორტფოლიო (25წთ.)
  • (D-GP-IP) Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი; LEMILL (70წთ.)
  • აქტიური ლექცია MS PP სლაიდშოუს გამოყენებით, ელექტრონული და დისტანციური სწავლების კონცეფციის შესახებ (10 წთ.)
  • დისტანციური სწავლების ქართულენოვანი და უცხოური ნიმუშების გაცნობა (10წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
  • საშინაო დავალების მიცემა (10 წთ.)
  • შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
ტრენინგის მეთორმეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ ტრენერმა ისაუბრა მასწავლებლის თვითშეფასების ფორმებსა და ისტ-ის ინსტრუმენტებზე (მასწავლებლის პორტფოლიო, ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, დისტანციური სწავლება). შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 4. დღე 13. მასწავლებლის პროეფესიული განვითარების სასუალებები (გაგრძელება) – 3 საათი
დღის-წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა:
  • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
  • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
  • საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
  • LEMILL, ნამუშევრების გამოქვეყნება ინტერნეტში, საგანმანათლებლო პორტალზე (60წთ.)
  • ეთიკური ნორმების და კანონმდებლობის დაცვა ისტ-ის გამოყენებისას (10 წთ.)
შეჯამება
  • გონებრივი იერიში: „ რა ვისწავლეთ? რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები?“ (10 წთ.)
  • დისკუსია „როგორ გავაღრმავოთ ეს კომპეტენციები მომავალში?“ (30 წთ.)
  • კურსის შეფასების კითხვარის შევსება (20 წთ.)
  • დახურვა (5 წთ.)
ტრენინგის მეცამეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათები. შემდეგ გვქონდა ინტერნეტში საგანმანათლებლო პორტალებზე გამოქვეყნებული ნამუშევრების პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ეთიკურ ნორმებსა და კანონმდებლობის დაცვაზე ისტ-ის გამოყენებისას, შევაჯამეთ ტრენინგი და შევავსეთ კურსის შეფასების კითხვარი.






                     ტრენინგის ანგარიში
,,როგორ ვმუშაობ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე "
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)
ხაშურის მეორე საჯარო სკოლა    
16 საათი
                                     2012 წლის 7დეკემბრიდან   10 დეკემბრის ჩათვლით
მიზანი:   პედაგოგიური კვლევებისა და პროექტ–გაკვეთილების დაგეგმვა,მონიტორინგი და შეფასება
                                        პროგრამა
პირველი დღე –მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პრეზენტაცია –1–ლი სესია
პედაგოგიური კვლევა –  მე–2 სესია
მეორე დღე –პირველი სესია–  პრაქტიკული კვლევა
                    პროექტგაკვეთილი–მე–2 სესია
                   პროექტის შეფასების რუბრიკა–მე–3 სესია
მესამე დღე –პირველი სესია(დაგეგმვა და პრეზენტაცია)
                    მეორე სესია–ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება


ამოცანები:  ა.მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ანალიზი
                   ბ.პედაგოგიური კვლევის ეტაპებისა და მეთოდების გაცნობა
                   გ.პედაგოგიური კვლევის პრაქტიკული უნარების გამომუშავება
                   დ.პროექტგაკვეთილის არსისა და ეტაპების გააზრება
                    ე.პროექტის გაცნობა
ჩემი ამოცანა იყო პრაქტიკული სასწავლო პროექტის გეგმის უნარ–ჩვევების გამომუშავება,თანამშრომლობის ფორმების გაცნობა,მასწავლებლის პორტფოლიოს გააზრება და არსებული მდგომარეობის ანალიზი, ანგარიშის მომზადების უნარ–ჩვევების განვითარება
    პირველი სესია მიეძღვნა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის პრეზენტაციას. პრეზენტატორმა ისაუბრა სქემაში ჩართვის მოტივებზე და აღნიშნა,რომ სქემის არსებობა ემსახურება მასწავლებლის პროფესიულ ზრდას.სქემაში ჩართულმა პედაგოგმა ქულები უნდა დააგროვოს მინიმუმ შვიდ სხვადასხვა აქტივობაში,რომელთაგან უპირველესია ინტეგრირებული გაკვეთილების,კვლევების,სასწავლო პროექტების,ტრენინგებზე დასწებისა და შემდგომ ანგარიშის მომზადება.პედაგოგმა მონაწილეობაუნდა მიიღოს აგრეთვე საგანმანათლებლო კვლევებში.ტერნერმა დეტალურად განიხილა ყველა ის პრინციპი,რომლითაც შეიძლება დაგროვდეს თითოეული კრედიტი.ყველა კითხვაზე პრეზენტატორი იძლეოდა ამომწურავ პასუხს.
   ზოგადი აზრი კი ამგვარი იყო; სქემა ჯერ დამუშავების პროცესშია,დასახვეწია,შესაძლებელია,მიმართულებები გაიზარდოს
  ტრენერის მიერ წარმოდგენილი იყო კვლევის საკითხები.შეიქმნა შვიდი ჯგუფი.რომლებზეც გადანაწილდა კვლევის ეტაპები პრეზენტაციის მოსამზადებლად.ჩემს ჯგუფს შეხვდა კვლევის მეთოდები.დავამუშავეთ ჯგუფში და შემდგომ მოხდა ერთობლივი პრეზენტაცია,რომლის შედეგად ჩვენ მთლიანობაში დავინახეთ,რა იყო ამ სესიაში საინტერესო.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კვლევის არსში ჩაწვდომა,აქამდე ვთვლიდი,რომ კვლევა მოსწავლეს უნდა ჩაეტარებინა,მაგრამ აღმოჩნდა,რომ  ვცდებოდი.კვლევას ატარებს პედაგოგი და შედეგად მას ენიჭება 1 კრედიტქულა.
  პრაქტიკული კვლევა
ყველა შევჯერდით ერთ აზრზე,რომ კვლევა მიღწევადი აქტივობაა.
კვლევაზე მუშაობისას განვიხილეთ შემდეგი საკითხები:.მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასების აცდენის საკითხი
.ნასწავლი მასალის დამახსოვრების პრობლემა
.არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა მოსწავლეებში
.მოსწავლის დაგვიანება საშუალო საფეხურზე
.ლიერობისთვის ბრძოლის გავლენა ურთიერთობებზე
.მოტივაციის შესუსტება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლებისას
    ჩვენმა ჯგუფმა დაგეგმა კვლევა იმაზე,თუ რატომ შესუსტდა მოტივაცია მეათე კლასში.გავერკვიეთ კვლევის მიზნისა და მეთოდების ჩამოყალიბებაში.გამოვკვეთეთ პრობლემა,შევიმუშავეთ მეთოდები,რის მიხედვითაც ჩავატარებთ კვლევას.პრეზენტაციის სემდგომ ტრენერმა მოგვცა მიმართულებები,ერტმანეთს დავუსვით შეკითხვები,გავუწიეთ რეკომენდაციები.ცვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის,რომგავერკვიეთ კვლევის დაგეგმვაში.ამ აქტივობის შემდგომ სურვილი გამიჩნდა  ვიკვლიო პრაქტიკული მასალა.
 შემდეგი სესია გახლდათ პროექტგაკვეთილი
გავერკვიეთ პროექტგაკვეთილის არსში.განვიხილეთ მისი დამახასიათებელი ნიშნები,ამ სესიაზე ზოგადად მიმოხილული იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სხვა სტრატეგიები.შემდგომ კი გავეცანით პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების საფეხურებს.შემდგომ კი ამ საკითხის შესახებ გაიმართა დისკუსია.ჯგუფის წევრებმა ვისაუბრეთადრინდელ გამოცდილებაზე.შემდგომ კი შევქმენით საგნობრივი ჯგუფები.თითოეულ ჯგუფს დაევალა შეემუშავებინათ პროექტის განაცხადი.შემდეგ ვიმუშავეთგანაცხადის შეფასების სქემის შემუშავებაზე.სქემა შეიმუშავა თითოეულმა წევრმა.ერთ–ერთმა ჯგუფმა გააკეთა სრული პრეზენტაცია,სხვა ჯგუფებმა კი რამდენიმე განსხვავებული პუნქტი დაამატეს.ამის შემდგომ გაკეთდა საპროექტო განაცხადის პრეზენტაცია.
                                 პროექტები ასეთი გახლდათ:
  • წიგნიერება დაწყებით საფეხურზე(დაწყებით საფეხურის ჯგუფი)
  • ორგანული ნივთიერების უნიკალურობა (საბუნებისმეტყველომეცნიერებათა ჯგუფი)
  • გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ(ფილოლოგების ჯგუფი)
  • გურამ რჩეულიშვილის ნაკვალევზე
  • ,,სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი"–დიმიტრი ყიფიანი(ფილოლოგების ჯგუფი)
  • სატელევიზიო გადაცემების მომზადება(უცხო ენათა ჯგუფი)
 პრეზენტაციის შემდგომ ერთმანეთს ვუსვამდით შეკითხვებს.ყველა პრეზენტაცია შევაფასეთ წინასწარ შემუშავებული  სქემის შესაბამისად
ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაცია დიდი მამულიშვილის,დიმიტრი ყიფიანის შესახებ გაკეთებული პროექტის შესახებ.საინტერესო აქტივობები შევარჩიეთ,ინფორმაციის მოძიება,ვიზიტი სახლ–მუზეუმში,სოფლის უხუცესების მონათხრობის ჩაწერა,სლაიდების მომზადება,მასალის ბლოგზე განთავსება, წმინდა მამულიშვილის სახელობის ტაძარში წირვაზე დასწრება,კედლის გაზეთის მომზადება,გაკვეთილის ჩატარება..და ა.შ.


    






                                             ანგარიში


  1. ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება:  ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება "ანიმოტოს" გამოყენებით


  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლა.
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  1 დღე (4 საათი).

  1. მიზანი და დღის წესრიგი:
  • მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - ფაილების მომზადებას პროგრამა  „ANIMOTO“ -ს გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.


ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:


  • ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში (აუდიო და ვიდეო საშუალებები)
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით.
  • ვებ 2.0 ტექნოლოგიების საშუალებები, მისი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნა და ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
  • ვებ პროგრამა Animoto-ს საშულებით ვიდეო მასალის შექნა და მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • პროგრამა Microsoft office Picture Manager–ის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის;
  • FVD DOWNLOADER-ის დაყენება და მართვა.
  • აქივებთან მუშაობა.


  • დღის წესრიგი:
  • წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
  • ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
  • ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ
  • რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. – 10 წთ
  • D - GP - IP - პროგრამა ANIMOTO -ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი -  45 წთ
  • შესვენება - 20წთ
  • ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
  • ვიდეო - ფაილების შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15 წთ
  • D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის გადატანა, გაზიარება და გადაგზვანა, სოციალურ სივრცესა თუ ელ. ფოსტაზე- ინსტრუმენტების გაცნობა - 20წთ
  • პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
  • შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი    - 30 წთ.
  • გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  - 10წთ
  • ტრენინგის შეფასება  - 10 წთ

  1. ტრენინგის მსვლელობა:
  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ  შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
  • ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა ANIMOTO -ს საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
  • ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
  • რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
  • D - GP - IP -პროგრამა ANIMOTO-ს ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი. ტრენერმა განმარტა,  რომ ANIMOTO არის ვიდეო ფაილების დამზადების უფასო პროგრამა,  დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს პროგრამა ანიმოტოში მუშაობა, რეგისტარციის გავლა და ვიდეო- ფაილების შექმნა, მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, შექმნილი ვიდეო ფაილების რედაქტირება, კადრების კოპირება, შებრუნება, ფონის დაყენება, ამოჭრა, წაშლა და მათი შენახვა საკუთარი ვიდეო-ფაილების საცავში. გვაჩვენა როგორ შეიძლება ელ.ფოსტით შექმნილი ვიდეო ფაილის გადაგზავნა, მათი სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, გვასწავლა fvd downloader პროგრამის დაყენება და მისი საშუალებით ანიმოტოდან ვიდეო ფაილის გადმოწერა კომპიუტერში, ასევე დეტალურად აგვიხსნა პროგრამა Picture Manager-ში მუშაობა, სურათების რედაქტირება, ზომის დაპატარავება, ფერების შეცვლა, წითელი თვალის ეფექტის მოხსნა, სურათიდან საჭირო ადგილის ამოჭრა, შევასრულეთ დამოუკიდებლად ტრენერის მიერ მომზადებული სავარჯიშეობი, ტრენერი ინდივიდუალურად მუშაობდა ყველა მსმენელთან, აძლევდა რეკომედაციებს და პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
  • შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
  • ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
  • ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, წინასწარ კომპიუტერში სამუშაო მაგიდაზე დაგვხვდა საქაღალდე სადაც იყო განთავსბეული სხვადასხვა სურათები, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო -  ფაილს  და გადავუგზავნიდით ტრენერს ელ. ფოსტით.
  • პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
  • შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ, შესაბამისად ტრენერი ამოწმებდა ყველას მონაწილის მიერ შესრულებულ დავალებას, მონაწილეები მათ მიერ შექმნილ ვიდეო ფაილის პრეზენატციას ახდენდნენ წყვილებში და უგზავნიდნენ ერთმანეთს ელ. ფოსტით.
  • დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  ტრენინგის ბოლოს  მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებმა აღნიშნეს, რომ შესწავლილს აქტიურად გამოიყენებდნენ თავიანთი კლასების ვიდეო მასალის დახარისხებისთვის.
  • ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება, ტრენინგის მსველობის პრეცესში უკვე დაიწყეს ზრუნვა მსმენელებმა, თუ როდის, რომელი გაკვეთილისთვის და სასწავლო პროექტისთვის გამოიყენებნენ ამ პროგრამას.


  1. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინეტრესო იყო,  მომეწონა პროგრამა ANIMOTO და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინში მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.


  1. ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა, ნათია მაისურაძემ  ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელსაც ავტვირთავ ბლოგზე, ლემილზე, სოციალურ ქსელში....

სსიპ დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის
ქარტული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი       იამზე მურმანიშვილი




No comments:

Post a Comment