გაკვეთილის თემა
|
ლადო ასათიანის ლექსი ,,კრწანისის ყაყაჩოები“
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
I საფეხური, v კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
17
|
გაკვეთილის აქტუალობა, მნიშვნელობა
|
გაკვეთილს უდიდესი მნიშვნელობა ექნება მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში, მოსწავლეებს აღეძვრებათ ინტერესი საკუთარი ქვეყნის ისტორიული წარსულის მიმართ, გამოუმუშავდებათ კვლევის, წიგნზე მუშაობის, საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობის უნარი
|
გაკვეთილის მიზნები/ შედეგები
|
ლადო ასათიანის ,,კრწანისის ყაყაჩოების“ გაცნობა და ლექსის ანალიზი
საქართველოს გმირული წარსულის წარმოჩენა,
წიგნზე მუშაობის, შემოქმედებითი უნარის, ლექსის მხატვრულად წაკითხვის, ანალიზის, კვლევის უნარისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი
მოსწავლეებმა იციან საქართველოს გმირული წარსულის ამსახველი ნაწარმოებები.
შეუძლიათ ლექსის მხატვრულად წაკითხვა, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ, განსაზღვრავენ ლექსის თემასა და იდეას, იყენებენ შესაბამის გრამატიკულ ენობრივ საშუალებებს კონკრეტულ სამატყველო სიტუაციაში.
იციან ტროპის სახეები–სიმბოლო და შედარება, მხატვრული გამოსახვის ფორმა–პოეტური მიმართვა, წერენ მცირე შემოქმედებით თხზულებას საქართველოს გმირული წარსულის შესახებ . აქვთ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების უნარი, იყენებენ საპრეზენტაციო პროგრამას
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
|
ქართ.v 3 მოსწავლე წარმოადგენს და აფასებს სხვადასხვა სახის ზეპირ ტექსტს,შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
ქართv11 მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ლადო ასათიანის ბიოგრაფიის ძირითადი დეტალები, შესწავლილი აქვთ პოეტის რამდენიმე ლექსი, აქვთ ზოგადი ინფორმაცია იმდროინდელი საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ, აქვთ ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის გაკეთების უნარი
|
შეფასების საგანი,პროცედურები
|
შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკებისა და ცხრილების მიხედვით
ფასდება შემდეგი რუბრიკები
ა. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
ბ. საშინაო და საკლასო სამუშაოს შესრულება
გ.ჯგუფში მუშაობის,პრეზენტაციის უნარი
დ. შემოქმედებითობა
|
გაკვეთილის მსვლელობა ნაბიჯ–ნაბიჯ
|
A ფაზა გამოწვევა
აქტივობა I
მასწავლებლის სამოტივაციო საუბარი, თემის, თემიდან გამომდინარე მიზნებისა და სავარაუდოდ, გაკვეთილის ბოლოსათვის მისაღწევი შედეგების გაცნობა 2წთ
აქტივობა II
მოლოდინის ხე 2 წთ
წებოვან ფურცლებზე იწერება მოსწავლეთა სასურველი მოლოდინები და იკვრება მოლოდინის ხეზე, რამდენიმე მოსწავლის მოლოდინი იკითხება ხმამაღლა
აქტივობა III
საშინაო დავალების გამოკითხვა 11წთ
კითხვა პასუხის რეჟიმი კითხვები შეიძლება იყოს შემდეგი სახის
ა. რა იცით ლ. ასათიანის შესახებ?
ბ. ვინ იყვნენ მშობლები? და ა. შ.
მოსწავლეები იხსენებენ პოეტის ცხოვრების ძირითად დეტალებს, იხსენებენ ისტორიის სახელმძღვანელოდან მეფე ერეკლეს, კრწანისის ბრძოლას.
აქტივობა– IV ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე
მოსწავლეთა მიერ ივსება აღნიშნული სქემის პირველი ნაწილი
B ფაზა
აქტივობა–V (ახალი მასალის ახსნა) 7წთ
მონიტორზე ჩნდება ყაყაჩოს ველი, იკითხება ლექსი ,,კრწანისის ყაყაჩოები“
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რას აგონებთ მათ ყაყაჩო, აძლევს განმარტებას პოეტის საყვარელი ყვავილის შესახებ და განმარტავს ტროპის სახეს –სიმბოლოს და ესაუბრება მტერთან დაღუპული ვაჟკაცის, ჯურხას ფარზე,გამოკვეთს სამასი არაგველის ხსოვნას
აქტივობა VI– ჯგუფში მუშაობა 10წთ
მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს ჯგუფებში შემთხვევითობის პრინციპით და აძლავს დავალებას
Iჯგუფი– მოიძიონ ,YoTube”-დან მასალა ლ. ასათიანის
შესახებ, სლაიდებად წარმოადგინონ ბიოგრაფიის ძირითადი დეტალები
IIჯგუფს მოსაძიებელი აქვს აღნიშნული ლექსის წაკითხვა თანამედროვე მსახიობთა შესრულებით და შთაბეჭდილებების გადმოცემა
IIIჯგუფს ევალება მეფე ერეკლესა და
კრწანისის ბრძოლის შესახებ ამსახველი ფოტომასალის მოძიება და მასწავლებლის დახმარებით პრეზენტაციის მომზადება
C ფაზა
აქტივობაV– ჯგუფების პრეზენტაცია– 5წთ
აქტივობა VI ცხრილის დარჩენილი სვეტების შევსება
აქტივობა VII მასალის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა (ლექსი ზეპირად, ანალიზი და მცირე ესეს შესრულება,,თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა“) –5წთ
აქტივობა VIII შეფასება–3წთ
შეფასება მოხდება სპეციალურად შემუშავებული რუბრიკების მეშვეობით
გაკეთდება პოზიტიური კომენტარები
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მშ.ლიტერატურა, Vკლასი, ვახტანგ როდონაია, გამომც. ,,საქართველოს მაცნე“ თბ. 2005
ლ.ასათიანის ლექსების კრებული
ჩვენი სამშობლოს მატიანე, მეხუთე კლასი რ. მეტრეველი, კუდავა გამომც.,,არტანუჯი“
წებოვანი ქაღალდი, მოლოდინის ხე,
პროექტორი, 3 კომპიუტერი
პროგრამები,,power point” ,,Word”
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment