Friday, October 14, 2016

დამრიგებლის მშობლებთან შეხვედრის სემესტრული ჩანაწერი №1

დამრიგებლის მშობლებთან შეხვედრის სემესტრული ჩანაწერი №1
თარიღი   3.10. 2016.
დამსწრე მშობლების რაოდენობა   15 (საპატიო მიზეზით კრებას არ ესწრებოდა სამი მშობელი)
განსახილველი თემები: 
·         საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
(სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი,საგნების რაოდენობა,გაკვეთილების ცხრილის გაცნობა;
ხელშეკრულების გაფორმება მშობლებთან სახელმძღვანელოების გადაცემის თაობაზე;კრების თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა)
·         სკოლის შინაგანაწესის გაცნობა (მშობელთა და მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი, მოსწავლეთა გადაცდომის დისციპლინური სახდელები)
·         მშობელთა რეკომენდაციები, სურვილებისა და წინადადებების გაცნობა  
·         მშობელთა კომიტეტის არჩევა
                                     შეხვედრის   შედეგები
·         კლასის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ შეაჯამა გასული სასწავლო  წლის მუშაობა, ისაუბრა  მოსწავლეთა საბაზო საფეხურის აკადემიურ შედეგებსა  და კლასის სამომავლო ამოცანებზე.
·         გაფორმდა ხელშეკრულება მშობლებთან სახელმძღვანელოების მიღების თაობაზე;
·         მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია თავიანთი შვილების  გადაცდომის შემთხვევაში  დისციპლინური სახდელების შესახებ;
·         მშობლებმა წერილობით ჩამოაყალიბეს თავიანთი მოსაზრებები, სურვილები და წინადადებები;
·         მშობელთა კომიტეტი დარჩა უცვლელი შემადგენლობით: ლალი ჩადუნელი,ეკა ხაჩიძე და თამრიკო გომარელი.
·         კრების თავმჯდომარედ დასახელდა ლია გონგლაძე, მდივნად კი-თეონა ხაჩიძე
                                                                      
                                                                         მომავალი შეხვედრის თარიღი:   18 .11.20016





                                        კითხვარის ანალიზი
2016 წლის 13 ოქტომბერს  შევხვდი  ქვიშხეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეთა მშობლებს. მათ ვთხოვე გამოეთქვათ სურვილები, შენიშვნები და წინადადებები სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებით.  მათ დაურიგდათაგრეთვე, კითხვარი.
Ø  სახელი, გვარი
Ø  რამდენიმე წინადადებით დაახასიათეთ თქვენი შვილი, როგორ ფიქრობთ, შარშანდელთან შედარებით შეიცვალა თუ არა თქვენი შვილის პიროვნული მახასიათებლები?
Ø  რა როლს ასრულებს მამა თქვენი შვილის აღზრდაში?
Ø  როგორ ფიქრობთ, როგორც პედაგოგმა და როგორც კლასის ხელმძღვანელმა, ყველაზე მეტად რა უნდა გავითვალისწინო თქვენს შვილთან ურთიერთობისას?
Ø  თვალყურს ადევნებთ თუ არა თქვენი შვილის ყოველდღიურ სასწავლო პროცესს?
Ø  კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი შვილის საბაზო საფეხურის აკადემიური მდგომარეობით?
Ø  რა საკითხების განხილვას ისურვებდით მშობელთა კრებებზე?
Ø  გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები, მოლოდინები და წინადადებები სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებით, რას ელით სკოლისაგან?

  გთავაზობთ  კითხვარის ანალიზს.
პირველი კითხვა მხოლოდ სახელისა და გვარის დაფიქსირებას ეხებოდა.
 მეორე კითხვაზე გამოკითხულთა ნახევარმა აღნიშნა,რომ თავიანთი შვილების პიროვნული მახასიათებლები შეიცვალა.ისინი უფრო მოტივირებულნი და სერიოზულნი გახდნენ.
 მამები ჩართულნი არიან შვილების აღზრდაში.აძლევენ რჩევებს,კითხულობენ მათ პრობლემებს,რაც  მეტად სასიამოვნოა.
 შვილებთან ურთიერთობისას ძირითადად გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ზოგ მოსწავლესთან შექება სტიმულის მომცემია, ზოგთან პირადად,  გასაუბრებით მიიღწევა სასურველი  შედეგი.

მშობელთა ნაწილი თვალს ადევნებს შვილების განათლების პროცესს,ნაწილს ფიზიკურად არ სცალია.

საბაზო საფეხურის აკადემიური მდგომარეობით არც ერთი მშობელი არ არის კმაყოფილი.ისინი მიიჩნევენ,რომ თავიანთ შვილებს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ და  სიზარმაცემ შეუშალათ ხელი.
მშობელთა უმრავლესობა ითხოვს შეხვედრებზე განიხილონ მოსწავლეთა აკადემიური და დისციპლინის მდგომარეობა.
მშობლებს აქვთ კარგი მოლოდინები სკოლისგან. იმედი აქვთ,რომ თავიანთი შვილები საუკეთესო განათლებას მიიღებენ, იქნებიან წარმატებულები,რეფორმა დადებითად აისახება მათ სასკოლო ცხოვრებაზე.
    ჩემს შემდგომ მუშაობაში გავითვალისწინებ მშობელთა  წინადადებებსა და სურვილებს.