Sunday, February 23, 2014

                               მეცხრე ტრენინგდღე
          

  აი,დასრულდა ჩემი ტრენინგიც,ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი.
დღეს საინტერესო დღე გვქონდა,პროექტების პრეზენტაცია მოვახდინეთ,ძალიან ბევრი ვიწვალე,მაგრამ კმაყოფილი არ ვარ,ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...საერთო ჯამში,კარგი იყო ყველაფრის ერთად თავმოყრა მოვახდინეთ.ბლოგებზეც განვაახლეთ მუშაობა.
 ცალკე თემაა ჩვენი ტრენერი,აღფრთოვანებული ვარ ნათიას პროფესიონალიზმით,მოტივაციით.... შეხვედრამდე ნათი,მიყვარხარ უზომოდ

Saturday, February 22, 2014

                         მერვე ტრენინგდღე(რეფლექსია)

     ყველაზე შრომატევადი დღე გვქონდა,ვაღიარებ,რომ ძალიან,ძალიან დავიღალე (თან ჯანმრთელობამაც არ შემიწყო ხელი)ყველაფრის მიუხედავად,მაინც შევძელი და მოვაწესრიგე საქაღალდე,ნათიას დახმარებით შევქმენი ფაზილიტაციის დოკუმენტი, ვისწავლეთ ბლოგებზე ლინკების გაკეთება,პროექტი ავტვირთეთ ბლოგებზე,გამოვაქვეყნეთ...
  ყველა სირთულე დაძლევადი ყოფილა,ნათიასთან მუშაობა ბედნიერებაა,
გული მწყდება,რომ ტრენინგი გვიმთავრდება,თუმცა ჩვენს უსაყვარლეს ტრენერთან შეხვედრის იმედს ისევ ვიტოვებ

პროექტის პორტფოლიო ,,მე და აფხაზეთი"

                                     პროექტი- მე და აფხაზეთი

Saturday, February 15, 2014

                     ტრენინგის მეშვიდე დღე


     დღეს გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,გავაგრძელეთ    შეფასების რუბრიკებზე მუშაობა,განვიხილეთ სხვადასხვა სიტუაციები.. მოვამზადეთ დოკუმენტი მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით.
  კარგი დღე იყო,სასიამოვნო...(ამინდის გაუარესების მიუხედავად) ნათია კვლავ ჩვეულ ფორმაშია...მინდა,მივბაძო,მაგრამ არ გამომდის

            ტრენინგის მეექვსე დღე–რეფლექსია
     ყოველი ტრენინგდღე მნიშვნელვანი სიახლის მომტანია, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ამაში კვლავ ჩვენი ვიუერის სახელმძღვანელო დაგვეხმარა..და, რა თქმა უნდა,ნათია.გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავიწყეთ მისი მსვლელობის გაწერა...
       მოკლედ,მიხარია,მგონი, გამომდის რაღაც.............

Monday, February 10, 2014

                                ტრენინგის მეხუთე დღე (რეფლექსია)




  გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,დავაკონკრეტეთ,
რომელი აქტივობა რა ნიშნით ფასდება,ვისწავლეთ ჩეკლისტების გამოყენება,და,რაც მთავარია,მოვახერხე ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე (რა თქმა უნდა, ნათიას დახმარებით)გავაკეთეთ ჩანართები...ახლა ვხვდები,რატომ ვერ იმარჯვებდა ჩემი ბლოგი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში...თურმე,რამდენი რამ არ ვიცოდი...
თანდათან რაღაცები ლაგდება...მომავალს იმედით შევყურებ..

Saturday, February 8, 2014

                                         მეოთხე დღე  (რეფლექსია)



   საინტერესო იყო დღევანდელი დღე,მოვამზადეთ სლაიდები პროექტის გეგმის პრეზენტაციისათვის და ავტვირთეთ ბლოგზე.ვხვდები,რომ ძალიან ბევრი შრომაა საჭირო დასახულ მიზანს რომ მივაღწიოთ....

მეოთხე დღე პროექტის გეგმის პრეზენტაცია


Sunday, February 2, 2014

                                  ტრენინგის მესამე დღე(რეფლექსია)


   საინტერესო დღე გვქონდა,ნაყოფიერი...განვიხილეთ ერონული სტანდარტის  მიზნები,განახლებული ბლუმის ტაქსონომია,მიმართულების მიმცემი    კითხვები,გავაზიარეთ დოკუმენტები...უკვე აღარ გვცივა...

Sunday, January 26, 2014

            ინტელის ტრენინგის მეორე დღე (რეფლექსია)
   

         საინტერესო დღე იყო...პროექტის იდეებზე ვისაუბრეთ...შემდგომ კი პუბლიკაციების მომზადება დავიწყეთ..შეუძლებელი შევძელი ჩვენი ტრენერის დახმარებით...ბუკლეტი დავამზადე!აღარ მომიწევს სტამბაში სიარული...მე თვითონ შევძლებ მშობლებისა და საზოგადოების ინფორმირებას

Saturday, January 25, 2014

დღე I

    ვოცნებობდი, ამ ტრენინგზე აღმოვჩენილიყავი....ვთვლი,რომ ბედნიერი ვარ,შევისწავლი ინტელის სასწავლო კურსს,ჩემს მოსწავლეებთან ერთად მოვამზადებ სხვადასხვა სასწავლო პროექტს,რაც ჩემი და ჩემი მოსწავლეების წარმატების ერთგვარი საწინდარი იქნება....და,რაც მთავარია,მექნება ჩემი ელექტრონული პორტფოლიო,რომლის შექმნაზეც კარგა ხანია ვოცნებობ...
    მიხარია,რომ ჩვენს ტრენერთან ურთიერთობას ვაგრძელებ,ნათიას მონდომება და შრომისმოყვარეობა ჩემთვისაც გადამდებია ...მიუხედავად იმისა,რომ ოთახი არ თბება,გვცივა..გაყინული ხელებით ვკინძავთ სიტყვებს....უბედნიერესი ვარ,ვარ იქ,სადაც უნდა ვიყო..
        გმადლობთ,ნათი,იმ სითბოსთვის,რომელსაც ასე უშურველად გვინაწილებ..